Home რეგიონი ჭიათურა – პერევისას საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭიათურა – პერევისას საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭიათურა – პერევისას საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, იმერეთის რეგიონში გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭიათურა – პერევისა – სვერი – თვალუეთი – გეზრულის საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღნიშნული გზა იწყება ჭიათურიდან და გადის ორ სოფელს შუქრუთისა და პერევისას. ამ დროისათვის, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. გზის ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებული და ზოგიერთ მონაკვეთზე ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, რაც ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, მილების, კიუვეტების, გაბიონების, საფუძვლისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას. ასევე,  გაკეთდება ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ეზოში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 573 700 ლარია. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here