ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში RSM-ის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

0
645

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ბრიუსელი 8-9 ნოემბერს ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. შეხვედრაზე ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება.

მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს შტაბბინაში TAAC NORTH-ის ფორმატში, ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაც იგეგმება, რომელსაც, გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოწვევით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი – ლევან იზორია დაესწრება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here