
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დელეგაციამ პარტნიორ ქვეყნებს სამომავლო ხედვები გამჭვირვალეობის მექანიზმის განვითარების შესახებ გააცნო.
შეხვედრაზე, მხარეებმა კლიმატის ცვლილების სფეროში არსებული ანგარიშგების სისტემის შესახებ ისაუბრეს. ასევე, ახალი გამჭვირვალეობის მექანიზმისა და პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევის შესახებ პერიოდული ანგარიშგებისთვის მოსამზადებელ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მთავარი მომხსენებლები გერმანიის, განას, ჩილეს, საქართველოსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის წარმომადგენლები იყვნენ.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით ნაკისრის ვალდებულებების შესაბამისად, საქართველომ კონვენციას პირველად წარუდგინა განახლებული ორწლიანი ანგარიში.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა.