„ილია ჭავჭავაძე – უკვდავების ფენომენი“

0
545
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი „ილია ჭავჭავაძე – უკვდავების ფენომენი“.

2017 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ინიციტივით, 14 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მწერლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მოისმინა ქართველი მწერლების და მეცნიერების – თინათინ მღვდლიაშვილის და ივანე ამირხანაშვილის ლექცია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ; გაიმართა გიორგი სავანელის წიგნის „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ პრეზენტაცია; მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით „ილია ჭავჭავაძე – სახვით ხელოვნებაში“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვანების მიერ შექმნილი, მხატვრული ნიმუშების ექსპოზიცია – მათ შორის, სკულპტურის, ფერწერისა და ხატწერის ნიმუშები, მათ შორის, გამოფენაში სკულპტურა წარმოჩნდა გია (გიორგი) ჯაფარიძის, გენადი ზაქარაიას, და მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრებით; ფერწერა – გიორგი გეგეჭკორის და ალექსანდრე ციხელაშვილის, ხოლო ხატწერა – ირაკლი მაისურაძის, თამარ რიგიშვილის, ირაკლი ჭუმბურიძის, ქეთევან ყურაშვილის ნამუშევრებით. ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღო პოემის „აჩრდილი“ გადაწერაში; გაიმართა ილიასადმი მიძრვნილი სპექტაკლის – „საუკუნის მკვლელობა“ ჩვენება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here