ალექსანდრე ასათიანის ნამუშევრების გამოფენა | Art Exhibition

0
541

25 ნოემბერს, 7 საათზე, ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი ალექსანდრე ასათიანის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.

ალექსანდრე ასათიანის ხელოვნება – სხვადასხვა ფერის ლითონის ულამაზესი სინთეზი – გახლავთ მემკვიდრე იმ ხელობისა, რომელსაც დასაბამი შუა საუკუნეების ევროპის სახელოსნოებში დაედო. ალექსანდრეს დამოკიდებულება მუშაობის მეთოდებისა და მასალის მიმართ, რომლითაც ის თავის საოცარ მინიატურებსა და კომპოზიციებს ქმნის, უაღრესად თანამედროვეა.

მინიატურების გარდა, ალექსანდრე ქმნის თანამედროვე სამკაულსაც, რომელიც მისთვის ობიექტია მაღალი ხარისხის საიუველირო ნაწარმსა და ხელოვნებას შორის. ეს არ არის ჩვეულებრივი ნივთი, რომელსაც ატარებენ, როგორც სამკაულს, არამედ ავტორის ინდივიდუალური ნიჭის გამოვლენა, რომელიც გავლენას ახდენს თანამედროვე კულტურაზე.

🔺 გამოფენის გახსნა: შაბათი 25 ნოემბერი, 7 საათი
🔺 გამოფენა გაგრძელდება 2 დღე (25 და 26 ნოემბერს).
🔺 მისამართი: ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი, გალაკტიონ ტაბიძის 3/5 (თავისუფლების მოედანთან) https://goo.gl/xpCDi6

დასწრება თავისუფალია!

🔴 ქართული ავეჯის ანდერგრაუნდში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ავეჯი და სახლის აქსესუარები. მაღაზია მუშაობს ყოველ დღე 12-დან 8 საათამდე.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here