18 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჯეოლაბში, ჩატარდება ღია ლექცია თემაზე: Drupal – ვებწარმატება კოდირების გარეშე.
დღეს ვებწარმატების მისაღწევად უკვე არ არის აუცილებელი იყო მაღალკვალიფიციური პროგრამისტი, ფლობდე პროგრამირების ენას ან ენებს.
ლექციაზე საუბარი იქნება სისტემაზე, კერძოდ კი Drupal -ზე (კონტენტის სამართავი ფრეიმვორკი), რომელიც გაგხდის ვებ-გურუს. Drupal-ის დახმარებით შეძლებ თითქმის ნებისმიერი სირთულის ვებ-ამოცანის გადაჭრას კოდირების გარეშე!
ლექციას წაიკითხავს ეკონომიკის დოქტორი ინფორმატიკის განხრით, Drupal დეველოპმენტის მიმართულებით კილის (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ლექტორი მიხეილ ქანთარია.