
დამსვენებელს საშუალება აქვს მუსიკისა და ცხელი სასმელების დაგემოვნების ფონზე არაჩვეულებრივი გარემოთი და ხედებით დატკბნენ. მოწყობილია საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები.
საბაგიროს გახსნას ესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,, მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.