თამთა მელაშვილის წიგნის პრეზენტაცია „მაგთი კლუბში“

0
823

24 ნოემბერს, 19:00 საათზე, „მაგთი კლუბში“, თამთა მელაშვილის წიგნის – „თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ – პრეზენტაცია გაიმართება.

„თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ არის წიგნი, წარსულის მეხსიერების შესახებ, რომელიც ქართულ­-გერმანული ურთიერთობის 200-წლიან საიუბი­ლეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა.

აქ რეალური ადამიანების მოყოლილი ამბებია თავმოყრილი, რომელიც გერმანელი კოლონისტების და, იმავდროულად, საქართველოს უახლოესი წარსულის შესახებ მოგ­ვითხრობენ.

თამთა მელაშვილი არის რომანების – „გათვლა“ (2010), „აღმოსავლეთით“ (2015) და მოთხრობების კრებულის – „მარინეს ანგელოზები“ (2017) ავტორი. „თქმული და უთქმელი ისტორიები; გერმანელები საქართველოში“ კი ზეპი­რი ისტორიებით შედგენილი მისი პირველი წიგნია.

– გამოცემის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო საქართველოში.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here