საქართველოს პარლამენტში გამოფენა ” ჩვენი აფხაზეთი ” გაიმართა

0
723

საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით – „ჩვენი აფხაზეთი“ გაიმართა.

ამ გამოფენაზე წარმოდგენილ ნახატებში არის სოხუმი, ზღვისპირეთი, მოგონებები მაგრამ მეტია ფიქრი მომავალზე. თუ არ ვიფიქრეთ მომავალზე და განვითარებაზე, შეუძლებელი იქნება დავიბრუნოთ ის რაც არის დაკარგული. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომლის სწრაფი განვითარება იქნება სტიმულის მომცემი თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის ერთადერთი გზა – არასაკმარისი მაგრამ აუცილებელი გზა იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვიფიქროთ. ეს დღე აუცილებლად დადგება. მთავარია, ამ დღეს შევხვდეთ მომზადებულები. მომზადება კი არის ჩვენს ერთიანობაში, ერთიან ძალისხმევაში და მომავლის რწმენის განცდაში, რომელსაც აქ წარმოდგენილ ნახატებში ვხედავთ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here