Home კულტურა ფილმის “ჰანა” ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან ანდრეა პალაოროსთან

ფილმის “ჰანა” ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან ანდრეა პალაოროსთან

ფილმის “ჰანა” ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან ანდრეა პალაოროსთან

„ჰანა“ ანდრეა პალაორო (იტალია, საფრანგეთი, ბელგია 2017)

5 დეკემბერს კინოთეატრი ამირანის მე-3 დარბაზში 21:00-ზე გაიმართება ფილმის „ჰანა“ ჩვენება. ფილმის შემდეგ კი, გაიმართება Q&A ფილმის რეჟისორთან, ანდრეა პალაოროსთან.

ანდრეა პალაოროს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი კინორეჟისურაში კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტისგან და ბაკალავრის ხარისხი — ჰემფშირის კოლეჯისგან. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მედეასის“ (2013) პრემიერა ვენეციის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში — მარაკეშის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სერგო ფარაჯანოვის სახელობის ჯილდო გამორჩეული პოეტური ხედვისთვის — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

„ჰანა“ ქალის (შარლოტ რემპლინგი) სიღრმისეული პორტრეტია, რომელმაც იდენტობა დაკარგა. ქმრის დაპატიმრების შემდეგ მარტო დარჩენილი ჰანა ცდილობს შეებრძოლოს ბედს და სწორედ მაშინ ვლინდება მისი პიროვნება. ფილმი თანამედროვე სამყაროში გაუცხოების, კავშირის ძიების, პიროვნულ ურთიერთობებსა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას შორის ზღვარის შესახებ გვიამბობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here