„სოფლის ღირსება“ – ამ წლის კიდევ ერთი პრემიერა ოპერაში!

0
588

19 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსება“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლები ასევე შედგება 20, 23 და 24 დეკემბერს.

19 დეკემბრის პრემიერაზე მთავარ პარტიებს შეასრულებენ მოწვეული სოლისტები – ნინო სურგულაძე და მიხეილ შეშაბერიძე, ასევე, ოპერის თეატრის სოლისტები – სულხან გველესიანი, ელენე ჯანჯალია და ირინა ალექსიძე.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდსა და ორკესტრს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.

ოპერის დამდგმელი რეჟისორია – ვიქტორ გარსია სიერა (იტალია), დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი. სცენოგრაფია იტალო გრასის(იტალია) ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმები მადრიდში, PERIS COSTUMES -ის ატელიეში დამზადდა.

20 დეკემბერს იმღერებენ:
ხათუნა ჭოხონელიძე (სანტუცა), არმაზ დარაშვილი (ტურიდუ), ნატალია ვოლჩენკო (ლუჩია), ოთარ ნაკაშიძე (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), სპექტაკლს სპეციალური მოწვევით მაესტრო ალბერტო ვერონეზი (იტალია) უდირიჟორებს.

23 დეკემბრის შემადგენლობაა:
თეა დემურიშვილი (სანტუცა), ანზორ ხიდაშელი (ტურიდუ), ელენე ჯანჯალია (ლუჩია), სულხან გველესიანი  (ალფიო), სტაჟიორი თამარ ლებანიძე (ლოლა).

24 დეკემბერს  სპექტაკლში იმღერებენ:
მაყვალა ასპანიძე (სანტუცა), ზაზა ზაალიშვილი (ტურიდუ), ნატალია ვოლჩენკო (ლუჩია), ვანო გალუაშვილი (ალფიო), ირინა ალექსიძე (ლოლა).

სპექტაკლის ეს ვერსია პირველად გენუაში, Teatro Carlo Feliceში დაიდგა.

პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ მსოფლიო პრემიერა 1890 წლის 17 მაისს რომში, Teatro Costanzi-ში შედგა, ხოლო თბილისში პირველად 1892 წელს დაიდგა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here