Home კულტურა ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე, ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეულშია

ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე, ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეულშია

დღეს European Film Promotion-მა გამოაქვეყნა იმ ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია, რომელთაც ორგანიზაცია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე (15-25 თებერვალი, 2018) კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს წარუდგენს.
ჟიურის გადაწყვეტილებით 10 ყველაზე ნიჭიერ ამომავალ ევროპელ ვარსკვლავს შორის ქართველი მსახიობი – ირაკლი კვირიკაძეც მოხვდა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები”.
ახალგაზრდა ვარსკვლავები 4 დღის მანძილზე (16-19 თებერალი, 2018) დაესწრებიან ვორქშოპებს, შეხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კასტინგის დირექტორებს, 19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award გადაეცემა.
ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია ასე გამოიყურება:
  1. Matilda De Angelis – Italy
  2. Alba August – Sweden
  3. Michaela Coel – United Kingdom
  4. Eili Harboe – Norway
  5. Irakli Kvirikadze – Georgia
  6. Franz Rogowski – Germany
  7. Matteo Simoni – Belgium
  8. Jonas Smulders – The Netherlands
  9. Réka Tenki – Hungary
  10. Luna Wedler – Switzerland
European Film Promotion-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, The European Shooting Stars 2018-ის ოფიციალურ მხარდამჭერთა შორის ეროვნული კინოცენტრიც არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here