კაპრალ გიორგი მახარაშვილის წარმატება

0
282

სამხედრო პოლიციის საკომენდანტო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა გიორგი მახარაშვილმა ქართული ჭიდაობის ტრადიციულ ტურნირ – ფალავნობაზე წარმატებით იასპარეზა. კაპრალი მახარაშვილი 80 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ქართველმა სამხედრომ ფინალამდე მისასვლელად ოთხი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხა, მათ შორის ჭიდაობა სამბოში ევროპის ჩემპიონატების შვიდგზის პრიზიორი, ასევე გასული წლის ევროპის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში.
კაპრალმა გიორგი მახარაშვილმა ფალავნობაზე გასულ წელსაც წარმატებით იასპარეზა. ის 2016 წლის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ დასახელდა და სპეციალური თასიც მიიღო.

კაპრალი გიორგი მახარაშვილი გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტის სამსახურის ხრიდოლის ინსტრუქტორთა გუნდის წევრია. ქართველი სამხედრო შეიარაღებული ძალების მრავალგზის ჩემპიონია, მათ შორის ძიუდოში, ქართულ ჭიდაობასა და ხელჩართულ ბრძოლაში ხრიდოლის წესებით, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ხელჩართულ ბრძოლაში, უშუ-სანდასა და MMA-ს წესებით ბრძოლაში.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here