სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებები სოციალური კეთილდღეობის გაზრდა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა

0
842

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტი სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და დასახულ გეგმებს, რომლის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. მისი თქმით, 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

„საქართველოს მთავრობა თანამიმდევრულად განაგრძობს იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე – 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას წარუდგინა,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, „ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდის მატებისთვის, აუცილებელია საზოგადოებას, ბიზნესს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა – რომ მთავრობა ურყევი და თანამიმდევრულია იმ გადაწყვეტილებებში, რაც მიღებულია საშუალოვადიან პერსპექტივაში“.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here