5 ოქტომბერს, E406 აუდიტორიაში, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ბიზნესის საბჭოს ორგანიზებით, ჩატარდება საჯარო ლექცია სახელწოდებით: “რეიტინგის ომები”, რომელსაც წარუძღვება ნანუკა ჟორჟოლიანი.
ლექციის მოკლე აღწერა:
1. ჟურნალისტიკა 21 – ე საუკუნეში;
2. თოქშოუს დაგეგმვა და გადაცემის თემატიკის განსაზღვრა;
3. რომელი თემებია ყველაზე რეიტინგული;
4. რას გულისხმობს რეიტინგი და რა გავლენას ახდენს ის ტელევიზიაზე;
5. როგორ ითვლება რეიტინგი;
6. რეიტინგის დამთვლელი კომპანიები;
დასწრება თავისუფალია!