Home რეპორტაჟი ადამიანები „თბილისობა 2017“ -დან

ადამიანები „თბილისობა 2017“ -დან

ადამიანები „თბილისობა 2017“ -დან

ქრისტი , 21 წლის

„ მომწონს თბილისობის ეს ღონისძიება. საკმაოდ ვერთობი, ვხალისობ, ვსეირნობ და ვათვალიერებ მეგობართან ერთად ყველაფერს. მომწონს სიფერადე, ირგვლივ ბევრი ფერია რომაა ეს მომწონს  ყველაზე მეტად. „

 

მიხეილი, 22 წლის

-„როგორ მოგწონს თბილისობა 2017 ?

– „და შენ ამას თბილისობას ეძახი ? ! „

 

მაიკო, 18 წლის

„ მომწონს თბილისობა ზოგადად, ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. გამოვდივარ ხშირად ჩემ მეგობრებთან ერთად და ვერთობი. ”

 

მამდოუ, 24 წლის

-„ რა ხდება აქ? შეგიძლიათ მითხრათ რა დღესასწაულია ეს?

„ ეს არის თბილისობა- ჩვენი დედაქალაქის სახელობის დღესასწაული

და რამდენი წლისაა თბილისი ?

16 საუკუნის ?

ალბათ 16 წლის გინდოდა გეთქვა

არა , 16 საუკუნის ანუ 1600 წლის

მართლა? არადა უფრო ახალგაზრდას ჰგავს „

 

სალომე, 25 წლის

„ როგორ მოგწონს თბილისობა?

კარგია

ერთობი?

კი

რამის დამატება ხომ არ გსურს ?

არა 🙂

 

ვაკო, 24 წლის

„ მოდი, მამაპაპურ სურათს გადაგიღებ

მამა-პაპა შენზე იყოს და პური ჩემზე „

 

თათია 23 წლის, დუსია 27 წლის

„ უკვე რა ხანია დავდივართ , მაგრამ საინტერესო ვერაფერი ვნახეთ. დიდად ვერ ვერთობით, თუმცა სამაგიეროდ ჩვენი პატარა ბაჩანა გაერთო ძალიან, თუმცა ვერც ვხვდებით დიდად რა მოეწონა „

 

 გიორგი, 17 წლის

„ პირველად ვარ თბილისობაზე, თან მარტო მოვედი,  ახლახან შემოვედი და ყველაფერს ვათვალიერებ. ჯერ არ ვიცი მომწონს თუ არა, მაგრამ ასეთ ხალხმრავლობას არ ველოდი  „

 

 

თენგო 23 წლის, ნაილი 26 წლის

„ აქ ხალხი უფრო მეტია ვიდრე სანახაობა „

 

პაატა , 34 წლის

„ პროფესიული საქმიანობის შესრულება დღეს განსაკუთრებით დატვირთულად მიწევს, ყველა ფეხის ნაბიჯზე ნაგავია და მეც ვზრუნავ რომ სისუფთავე ყველგან შევინარჩუნოთ“

 

სვეტლანა 48 წლის, გალინა 50 წლის

„ ჩვენ ექიმები ვართ, ჩამოვედით როსტოვიდან . პირველად ვართ თბილისში და გვიხარია,რ ომ ამ ლამაზ დღესასწაულზე მოვხვდით. ყველაფერი ძალიან მოგწონს და ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის აქ დროის გატარება „

 

დათო, 23 წლის

„ როგორ ხარ?

დავიღალეეე

და ეს აპარატურა  ანუ ?

ანუ მთელ რიყეს მუსიკალურად მე ვაფორმებ , ესაა დღეს ჩემი საქმე „

 

მელანია 46 წლის, ანასტასია 13 წლის და ბარბარე 16 წლის

„ 2013 წლამდე ყველა თბილისობაზე ვცეკვავდი. მაშინ სხვანაირი იყო ყველაფერი, ბევრად აქტიური და საინტერესო. ახლა შვილებთან ერთად ვარ და ვცდილობ გავერთო, იმედია რამე საინტერესოს გადავაწყდებით „

 

გიორგი , 10 წლის

„ მომწონს თბილისობა, ლამაზია აქაურობა, თუმცა მე მაინც ჩემი სკეიტი ყველას მირჩევნია, ახლაც მეგობრებთან ერთად აქ სასრიალოდ მოვედი „

 

თაკო 15 წლის, ლანა 15 წლის

„ მოგწონთ აქაურობა ?

მოგვწონს ?

კი, რავი, არა უშავს რა

 

ავტორი- ანა ურუშაძე 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here