სახალხო დღესასწაული – „ თბილისობა 2017 „

0
808

 

ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული თბილისობა 2017 7-8 ოქტომბერს ჩატარდა. სხვადასხვა აქტივობა თბილისის რამდენიმე უბანში მოეწყო. მათ შორის დამთვალიერებლებს უმასპინძლა რიყის პარკმა, ევროპის მოედანმა , მეტეხის ხიდმა და სხვა წინასწარ შერჩეულმა ლოკაციებმა.

ამ კონკრეტულ ადგილებში თბილისის მერიისა და სხვადასხვა კომპანიის მიერ მოეწყო სხვადასხვა აქტივობა, რომელში ჩართვაც ყველა მსურველს და სტუმარს შეეძლო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ავტოშოუ, სადაც გამოფენილი იყო ანტიკვარული და ახალი მანქანები. მოეწყო ასევე მათი გამოფენა / გაყიდვა.

რიყის პარკში მოწყობილი იყო ასევე თბილისთან დაძმობილებული სხვადასხვა ქალაქის პავილიონი, სადაც მისულ დამთვალიერებლებს ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელი კულტურული სიმბოლოების ნახვის, დაგემოვნების და მათთან სურათის გადაღების საშუალება ჰქონდა.

ასევე წარმოდგენილი იყო ღონისძიების ფარგლებში , როგორც კულტურული , ასევე სპორტული აქტივობები. ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის ჭიდაობასა და ხელჭიდში.

თბილისობა 2017 -მა ასევე იზრუნა პატარების გართობაზე.  ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს საშუალება ჰქონდათ დაეხატათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ მათთვის გამართულ ვიქტორინაში სახელწოდებით „ ახალი ტფილისი „.

რიყის პარკში გამოფენილი იყო როგორც ღვინის , ასევე სხვადასხვა სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის ნაწარმი. შემოდგომის ფერებსი გადაწყვეტილი სურსათ-სანოვაგის გამოფენა კი დამთვალირებლებს საშუალებას აძლევდა კიდევ ერთხელ შეეგრძნო შემოდგომის გემო და დაეგემოვნებინა მათთვის საყვარელი ნაწარმი.

7- 8 ოქტომბერს ათასობით ადამიანი ესტუმრა როგორც განახლებულ აღმაშენებელს, ასევე რიყის პარკს, სადაც ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა მოეწყო და სხვადასხვა გემოვნების მქონე სტუმრებს საშუალება მიეცათ დრო მათთვის საინტერესოდ გაეტარებინათ.

თბილისობაზე უცხოელი სტუმრების სიმრავლე შეიმჩნეოდა.

ორივე დღეს ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა. ასევე თბილისის მერიის წარმომადგენლებმა ქალაქის საპატიო  მოქალაქეები სპეციალურად მათთვის დაწესებული ჯილდოებით დაასაჩუქრა .

 

სტატიის და ფოტოების ავტორი – ანა ურუშაძე 

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here