სახელი – მაია
გვარი – სირაძე
ფსევდონიმი/ბრენდის სახელი – სმაკი
დაბადების ადგილი – თბილისი
ასაკი – 26 წლის
15-ზე მეტი წლის წინ – “ბავშვობაში კორპუსის სადარბაზოში ვმართავდი მოდის ჩვენებებს”.
“წარმატების” განსაზღვრება – “ჩემთვის დიდი წარმატება ხალხის მიერ აღიარებაა”.
რა ასაკში დაიწყო თქვენი, როგორც დიზაინერის კარიერა?
– ბავშობიდან მინდოდა დიზაინერობა, სულ ვიკერავდი საკუთარი თავისთვის სამოსს, ფეხსაცმელებს ვუცვლიდი ზედაპირს, ასევე – ბავშვობიდანვე ვქსოვდი.
როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?
– კარიერა დავიწყე პირველი კოლექციიდან, როდესაც აკადემია დავამთავრე. სადიპლომო ნამუშევრით მოვიპოვე ბევრი აღიარება, მას შემდეგ ვმოღვაწეობ ამ სფეროში.
ნამუშევრებს რის მიხედვით ქმნით?
– ნამუშევრებს იდეის მიხედვით ვქმნი და ბევრს ვმუშაობ მის სწორად გაშლაზე.
სტიმულს რა გაძლევთ?
– სტიმულს ხალხის შეფასება მაძლევს. როდესაც საზოგადოება გიჟდება შენს ნამუშევრებზე, მგონი, ამაზე მეტი სტიმული არ არსებობს
რა ახასიათებს თქვენს ნამუშევრებს ისეთი, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს?
– ჩემი ნამუშევრები არის სპეციფიკური, თან – სახალისო, კრეატიული, საინტერესო. რაც მთავარია, ყველა ნამუშევარი ვარ მე
ისეთი დიზაინერი თუ არსებობს, რომელიც თქვენთვის სამაგალითოა?
– არა, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, არ მყავს საყვარელი დიზაინერი. სამაგიეროდ, მყავს მხატვარი, რომელზეც ვგიჟდები და რომლის ნამუშევრებიც უსაზღვრო ემოციას მაძლევს. ეს არის ჟან მიშელ ბასკია
ამ მიმართულებით, მსოფლიოს რომელ ქვეყანას გამოარჩევთ და რატომ?
– ასე ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ახლა ბერლინში ვმოღვაწეობ, სადაც მაღაზიებში ვყიდი ნამუშევრებს. ჩემთვის ბერლინი იგივე საქართველოა, ანუ სახლივითააა, ყურადღების ცენტრშია ჩემი ნამუშევრები, მოთხოვნადია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია .
თქვენს სფეროში, რამე ოცნება თუ გაქვთ?
– ოცნება იქნება ის, რომ მსოფლიოს მოდის სფეროში ვთქვა ჩემი სიტყვა.
სამომავლოდ, როგორც დიზაინერს, რა გეგმები გაქვთ?
– ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. მინდა, გადავცხოვრდე ბერლინში, მაგრამ აქაურობაც ძალიან მიყვარს, მიყვარს, ოჯახი, მეგობრები, განსხვავებული აურააა აქ!

მარი ტიელიძე
Super!