16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მსოფლიო დიპლომატიის კლუბი გიწვევთ ბ 407 აუდიტორიაში (მრავალფუნქციურ ოთახი) თორნიკე შურღულაიასა და სიმონ გურეშიძის საჯარო ლექციაზე.
თორნიკე შურღულაია არის ,,დოქტორთა კლუბის” დამფუძნებელი პრეზიდენტი, დასავლეთ სპეცსამსახურების მკლევარი, ისტორიის დოქტორი, ამერიკის შესწავლის საკითხებზე ჩატარებული 9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი, 20- მდე სამეცნიერო სტატიისა და 4 მონოგრაფიის ავტორი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი. სიმონ გურეშიძე კი გახლავთ ევროპული უმაღლესი სასწავლებლის უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICSSS) შემქმნელი, მკვლევარი.
მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა :
თორნიკე შურღულაია: შიში და უსაფრთხოება.
სიმონ გურეშიძე: პოლიტიკა და ექსტრემიზმი ახლოაღმოსავეთის კრიზის ფონზე.
შეხვედრის ბოლოს, მოწვეული სტუმრები გადასცემენ თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის სერთიფიკატებს იმ სტუდენტებს, რომლებიც დაესწრებიან აღნიშნულ ლექციას.