
შეხვედრა აკა მორჩილაძესთან საჯარო ლექციით ”ძველი და ახალი თავადები”, გაიმართება 19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები), საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200).
„ვიცი“ საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს აგრძელებს.
12 ოქტომბრიდან, ყველა „ვიციში“ ჩართულ უნივერსიტეტში, საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს.
აკა მორჩილაძე სტუდენტებს ინტერაქციულ რეჟიმში შეხვდება და სპეციალურად „ვიცისთვის“ შექმნილ ლექციათა ციკლს შესთავაზებს მათ.