საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 21 ოქტომრბის არჩევნებს აფასებს

0
717
მოხსენება წინასწარი მიგნებების და დასკვნების შესახებ
ამონარიდები მოხსენებიდან:
  • „არჩევნების ადმინისტრირება ყველა დონეზე დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად განხორციელდა“.
  • „ცესკოს სხდომებზე საჩივრების განხილვა ღიად, სხდომაზე დამსწრეთა აქტიური მონაწილეობით და კანონის ყველა შესაბამისი ნორმების დაცვით ხორციელდებოდა“.
  • „ზოგადად, პროცესში ჩართულმა მხარეებმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის მიმართ კმაყოფილება გამოთქვეს“.
  • „მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნების 97%-ში ხმის მიცემის პროცესი კარგად ან ძალიან კარგად შეფასდა“.
  • „დაინტერესებულმა მხარეებმა ამომრჩეველთა სიების სიზუსტესთან დაკავშირებით მაღალი დონის ნდობა გამოხატეს“.
  • „ცესკომ ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ ამომრჩეველთა ყოვლისმომცველი ინფორმირება უზრუნველყო ამომრჩევლებთან შეხვედრების, ვიდეო რგოლების და ბეჭდური მასალის მეშვეობით, მათ შორის, ეროვნული უმცირესობების და ჟესტების ენაზე“.
  • „ამომრჩევლებს სიებში საკუთარი მონაცემების გადამოწმების და ამ მონაცემებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის საკმარისი შესაძლებლობა მიეცათ. 21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში ამომრჩეველთა წინასწარი სიები საარჩევნო უბნებში და საოლქო საარჩევნო კომისიებში იქნა გამოკრული, გარდა ამისა, ამომრჩევლებს საკუთარი რეგისტრაციის გადამოწმება ინტერნეტის და ასევე მთელს ქვეყანაში განლაგებული 9,500 სწრაფი გადახდის ტერმინალის მეშვეობით შეეძლოთ“.
  • „ცესკომ რამდენიმე მისასალმებელი ინიციატივა განახორციელა შეზღუდული შესაძლებლობების პირების არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად“.
  • „ცესკოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფი ჰყავს, გარდა ამისა, ცესკომ ამომრჩეველთა განათლებაზე და ინფორმირებაზე მიმართული მასალები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოსცა. უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში განლაგებული 345 საარჩევნო უბნის პერსონალისთვის ტრენინგები და მასალები ზემოთხსენებულ ენებზე იქნა ჩატარებული/მიწოდებული. გარდა ამისა, ცესკოში ეროვნული უმცირესობების ენებზე სამენოვანი ცხელი ხაზი მოქმედებდა“.
  • „ცესკოს სწავლების ცენტრმა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები ჩაატარა, ელექტრონული სასწავლო პროგრამა შეიმუშავა, ასევე არჩევნების დღის პროცედურებთან დაკავშირებით ბროშურები გამოსცა და ვიდეო რგოლები მოამზადა. ამას გარდა, სწავლების ცენტრში არჩევნებში დაინტერესებული სხვადასხვა მხარის ტრენინგი გაიმართა, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეებისა და ადგილობრივი თანამდებობის პირების, სასამართლო ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებისთვის. აღნიშნულ ტრენინგებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართული. ის სწავლებები, რომლებსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დააკვირდა, ინფორმაციული და ინტერაქტიული იყო.“

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here