საჯარო ლექცია – კიბერდანაშაულები, პროფ. მარტინ ვასმერი

0
906

გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია თემაზე – კიბერდანაშაულები.
24 ოქტომბერს, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის/Institute of Georgian,German and International Criminal Law ორგანიზებით, საჯარო ლექციას წაიკითხავს კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, მარტინ ვასმერი.

პროფესორი ვასმერი არის მრავალი კვლევის ავტორი, იქნება ეს ეკონომიკური სისხლის სამართლის, საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის, კიბერდანაშაულების თუ სხვა მიმართულებით. ის, როგორც მოწვეული სპეციალისტი, პერიოდულად, ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პეკინის პოლიტიკისა და სამართლის უნივერსიტეტში და ჰოკაიდოს უნივერსიტეტში.

დასაწყისი – 15:00 საათი. დასწრება თავისუფალია.
შესაბამისი თარგმანი განხორციელდება.

მის: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსი, აუდიტორია 420.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here