21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

0
712

თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში.

360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით ტრანსლირება ცესკოს სოციალური ქსელების (facebook, youtube) და ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით მოხდება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის კიდევ ერთი გარანტიაა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტური 12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ამომრჩეველი აირჩევს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერებს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here