
უსასრულო ამბავი, ანუ როგორ მოვაწყოთ საკუთარი პატარა დამოუკიდებელი გამომცემლობა
პრჟემეკ დებოვსკიმ, ცნობილმა დიზაინერმა, რომელიც პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან გამომცემლობებთან მუშაობდა, გადაწყვიტა, დაეფუძნებინა დამოუკიდებელი გამომცემლობა, რომლის პროგრამაც დიზაინის და არქიტექტურის მეტად სპეციფიკური საკითხებისადმი იქნებოდა მიძღვნილი. არავის სჯეროდა, რომ ამ იდეის გახორციელება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ იგი გახორციელდა! ლექციაში პრჟემეკი გაგვიზიარებს თავის სიღრმისეულ გამოცდილებას, როგორც წარმატებული დამოუკიდებელი გამომცემელი.
ლექცია ორგანიზებულია პოლონური დიზაინის კვირეულის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.
დრო: შაბათს, 11 ნოემბერს, 17:30
მისამართი: ექსპოჯორჯია, მე-5 პავილიონი
წერეთლის გამზ. 118