გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე „დიდგორი 2017-ის“ სასწავლო პროცესს დაესწრო

0
603

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ მიმდინარეობს. სასწავლო პროცესს სწავლების ხელმძღვანელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრო.
გენერალური შტაბის უფროსის მოადილემ სამეთაურო-საშტაბო სწავლების მართვის პუნქტი მოინახულა. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მას საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართული.

„დიდგორი 2017“ გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კორდინაციის გაღრმავებას, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here