M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის კურსის დახურვა

0
518

ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე „M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის“ კურსი დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულდება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა და ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად, კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისა და სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან 40 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. კურსდამთავრებული სამხედროები მომავალი წლიდან თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში სხვა ჯარისკაცებს მოამზადებენ.

კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებში, მსმენელები იარაღის მახასიათებლებს, დაშლა-აწყობის, მოვლა-შენახვის წესებს გაეცნენ და უახლესი ამერიკული ტყვიამფრქვევიდან საწყისი სროლისა და საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოები განახორციელეს.
„M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის“ კურსი, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა და დღეს დასრულდა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here