სემინარი სამხედრო კარიერის გარდამავალი პერიოდის მართვის შესახებ

0
796

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამხედრო კარიერის გარდამავალი პერიოდის მართვის შესახებ სემინარი გაიმართა.

სემინარი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა. მისი განცხადებით, უწყება ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ინსტიტუციურ განვითარებას განაგრძობს და სამხედრო პერსონალის მართვის ძირითად სისტემებს – რეკრუტირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ნუკრი გელაშვილმა აღნიშნა, რომ სამხედროების სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაცია, პერსონალის კარიერის მართვა და სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მან ყურადღება სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული განათლების შესახებაც გაამახვილა.

სემინარში მონაწილეობა ნატოს შტაბ-ბინის ინტეგრაციის, პარტნიორობის, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ალბერტო ბინიმ, საქართველოსა და უკრაინის ნატოს სამეკავშირეო ოფისების წარმომადგენლებმა, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურების ექსპერტებმა მიიღეს. მათ ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვისა და ჩამოყალიბების პროცესში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას თავდაცვის უწყების შესაბამისი სტუქტურების ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ერთდღიანი სემინარი მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებთან მიმართებაში სამხედრო კარიერის გარდამავალი პერიოდის მართვისა და სოციალური ადაპტაციის შესაძლებლობების გააზრებას ისახავდა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here