Home სოციალური №5 პენიტენციურ დაწესებულებაში ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

№5 პენიტენციურ დაწესებულებაში ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

№5 პენიტენციურ დაწესებულებაში ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მუსიკალური თერაპიის კურსის დახურვა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მომღერალი ნინო ქათამაძე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი ნინო ნახუცრიშვილი დაესწრნენ. მუსიკაური თერაპიის პროექტი „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ქალთა ფონდმა საქართველომ“ განახორციელეს.

დაწესებულებაში მყოფი ქალბატონებისთვის ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მსჯავრდებულებულებმა კი, მუსიკალურ ალბომში შესული რამდენიმე სიმღერა წარადგინეს.

მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებით, დღეისათვის, წინა წლებთან შედარებით, სასჯელაღსრულების სისტემა გაცილებით ჰუმანურია. სტუმრებმა მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრებიც დაათვალიერეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here