Homeკრიმინალიოჯახში ძალადობის ფაქტი ბორჯომში

ოჯახში ძალადობის ფაქტი ბორჯომში

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული კ.მ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, 1975 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით).

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Most Popular