ბავშვზე ზრუნვის სისტემის საკითხებზე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ალბანეთის დელეგაცია იმყოფება

0
547

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია ბავშვზე ზრუნვის სისტემის საკითხებზე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ალბანეთის დელეგაციას შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების განვითარებისთვის უკეთესი სოციალური პირობების შექმნის საკითხები განიხილეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნინო ოდიშარიამ სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციაც წარადგინა. ალბანური მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა. ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა იმ სერვისებზე ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს მიეწოდებათ – მცირე საოჯახო სახლები, მინდობით აღზრდა და ა.შ.
შეხვედრას ალბანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ქვეყანაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here