შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

0
656

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს: საქართველოს დრენაჟის სტრატეგიის ტექნიკურ და ინსტიტუციურ საკითხებზე; სამომავლოდ, რეაბილიტაციის მიზნით, სამელიორაციო სისტემების სკრინინგზე; წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების მიზნით, კომპანიაში წყალმომხმარებელთა მხარდამჭერი ერთეულის შექმნაზე, მისი ინსტიტუციური გაძლიერებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაზე. მათ შორის, სასწავლო ტურებზე, ელექტრონული პლატფორმის შექმნაზე.
შეხვედრა, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაციისა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში გაიმართა

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here