Home გარემოს დაცვა კახეთში სანახშირე ორმოების დემონტაჟი დაიწყო

კახეთში სანახშირე ორმოების დემონტაჟი დაიწყო

კახეთში სანახშირე ორმოების დემონტაჟი დაიწყო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 8 ერთეული სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელი გიორგიწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ფუნქციონირებდა სანახშირე ორმოები, სადაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა ნახშირის წვა. ტერიტორიაზე ნაპოვნია 5 მ3 უკანონოდ მოპოვებული შეშა. კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ადგილზე 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, უკანონოდ მოქმედ 8 სანახშირე ორმოს გაუკეთდა დემონტაჟი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here