Home არჩევნები მედიის წარმომადგენლებს არჩევნების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

მედიის წარმომადგენლებს არჩევნების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

მედიის წარმომადგენლებს არჩევნების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

ტელეკომპანიების, პრესისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ორდღიანი სწავლება, რომელიც ბორჯომში გაიმართა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ გახსნეს.

საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნეს შემდეგი საკითხები: მედიის როლი საარჩევნო პროცესში, კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტები, არჩევნები და გენდერული თანასწორობა, საერთაშორისო გამოცდილება და არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ა.შ. ტრენინგის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია და ჟურნალისტების კითხვებს ტრენერებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ უპასუხა.

ტრენინგი ბორჯომში 30 სექტემბერს დაიწყო და ის საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განახორციელა. ჟურნალისტებს საარჩევნო აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია ცესკოს წევრმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძემ, კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ, იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა დიანა ზარიძემ, სწავლების ცენტრის ტრენერმა ნათია ზარნაძე-იოსელიანმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტმა რუსუდან რუხაძემ მიაწოდეს. ტრენინგში მონაწილეობა 25-მა ჟურნალისტმა მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here