არსენ გვენეტაძე: „შეუძლებელი არაფერია“

0
776

26-28 ოქტომბერს, თბილისის მედიცინის ფორუმის პარალელურად, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ ექიმ არსენ გვენეტაძის გამოფენას უმასპინძლებს.
არსენ გვენეტაძემ ხატვა 52 წლის ასაკში დაიწყო. მისი ნამუშევრები მაღალი შინაგანი გემოვნების, შემოქმედებითი ხედვის, ხატვის დიდი სურვილისა და ინტელექტის სინთეზია. მის მიერ უკვე შემდგარი 9 პერსონალური გამოფენა (საქართველო, ევროპა, ამერიკა), თავის მხრივ, ერთგვარი განაცხადია, იპოვო ადგილი ხელოვნებაში ნებისმიერ ასაკში და, ამავდროულად, სტიმულია ადამინებისთვის, ეძიონ თავი ხელოვნებაში – „ შეუძლებელი არაფერია“.
გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, თსუ-ის ასოც. პროფესორი, “ზსრკ”-ის გენერალური დირექტორი სოტბის ხელოვნების ინსტიტუტის კურსდამთავრებულია.
8 პესონალური ფოტო გამოფენის, ორი დოკუმენტური ფილმის იდეისა და 4 პოეზიის მინიკრებულის ავტორი გამოფენის სტუმრებს საკუთარ ნამუშევრებს 3 დღის განმავლობაში წარუდგენს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here