
შეჯიბრი უპრეცედენტოა და პირველად ტარდება საქართველოში. ის ჩატარდება ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ და იქნება საქველმოქმედო სახის.
29 ოქტომბერს Seu Racing Club‒ის, ისნის გამგეობის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ წყვილთა რბოლას.
შეჯიბრი გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
შეჯიბრის მიზანია, უარი ვუთხრათ ქუჩის რბოლებს და ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.
წარმოგიდგენთ შეჯიბრის განრიგსა და კლასებს.
მოყვარულები:
A-წინა წამყვანი
B-უკანა წამყვანი
C- ოთხივე წამყვანი
მოყვარულთა კლასში იკრძალება:
მრბოლელები, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ რომელიმე ოფიციალურ ღონისძიებაზე აქვს საპრიზო ადგილი, იკრძალება დადუგული და სალონ დაშლილი ავტომობილები, იკრძალება საბურავი სლიკი, ნახევრად სლიკი.
Pro -კლასი:
A-წინა წამყვანი
B-უკანა წამყვანი
C-ოთხივე წამყვანი
პროკლასში სურვილისამებრ მოხვვდება სამი საპრიზოზე გასული მოყვარული, პრო კლასშიდაიშვრბიან პრო კლასის მრბოლები და საქართველოს ფედერაციის მიერ ლიცენზირებული მრბოლელები.
შეჯიბრის განრიგი:
10-11 საათი რეგისტრაცია.
11-13 საათი კვალიფიკაცია
13-15 საათი რბოლა (მოყვარულები)
15-18 საათი რბოლა (პრო კლასი)
რეგისტრაცია: წინასწარი-30 ლარი
ადგილზე-40 ლარი
წინასწარი რეგისტრაცის გასავლელად მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: Seu Racing Club”
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ მოცემულ ტელ.ნომრებზე :557351313 გიორგი ; 593 39 18 06 მიკა