Home სპორტი ახალგაზრდა ქართველი ძალოსნების წარმატება და სარეკორდო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

ახალგაზრდა ქართველი ძალოსნების წარმატება და სარეკორდო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

ახალგაზრდა ქართველი ძალოსნების წარმატება და სარეკორდო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს, რაც მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ახალგაზრდებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდური გამარჯვება იზეიმეს, 23-წლამდელები კი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილზე გავიდნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი, საქართველოში, ქალაქ ბათუმში უნდა გაიმართოს, რაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის კიდევ ერთი აღიარებაა. საბოლოო კონტრაქტს საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ევროპის ფედერაციასთან მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც ბათუმს ევროპის ფედერაციის სადამკვირვებლო კომისია ესტუმრება.

ალბანეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილს და ასაკობრივი ნაკრებების წევრებსა და მწვრთნელებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here