
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017-ის შესარჩევ ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა: გია გეგუჩაძის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვას 1:0 სძლია.
სადღეისოდ ქართველი 21-წლამდელები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზე არიან და მესამე ადგილზე მყოფ ფარერის კუნძულების ნაკრებს ქულით ჩამორჩებიან. ჯგუფს 12 ქულით დანია ლიდერობს, პოლონეთს კი 11 ქულა აქვს.