თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ, თეატრის ოთხწლიანი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

0
659

18 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ, თეატრის ოთხწლიანი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები – მანან ბერიკაშვილი, კახი კანდელაკი, გიორგი ბაქრაძე და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები.
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს თეატრის პროგრამა და ისაუბრეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილ პრემიერებზე, პროდუქციებსა და კოპროდუქციებზე, საბავშვო სპექტაკლებზე, საერთაშორისო პროექტებზე, ფესტივალებზე, კონკურსებზე, საგანმანათლებლო, რეგიონულ მიმართულებებსა და გასტროლებზე.

ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში არსებული პროექტების განხორციელება თეატრში უკვე დაწყებულია. სულ რამდენიმე დღის წინ, წარმატებით დასრულდა „ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა“. 18 ნოემბერს კი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა, პროგრამით გათვალისწინებული, პირველი ოპერის, „ტრავიატას“ პრემიერა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ოთხწლიანი პროგრამა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ბადრი მაისურაძე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2016 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here