Home სპორტი “გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი “შვიდკაცა“ შეასრულებს

“გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი “შვიდკაცა“ შეასრულებს

“გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი “შვიდკაცა“ შეასრულებს

20 დეკემბერს, “Oracle Arena”-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს “გოლდენ  სტეიტი” და “მემფისი” დაუპირისპირდებიან, ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ”Bubble Head” დარიგდება.

თამაშის დაწყებამდე ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” შეასრულებს, დიდ შესვენებაზე კი 3 ქართულ სიმღერას იმღერებს. ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნბა-ს ჩემპიონმა,  საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა, “შვიდკაცა” კი აქტიურად გახლდათ ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძებებში და “გოლდენ სტეიტის” პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა.

ნბა-ს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური ზაზა ფაჩულიას საქართველოში ჩამოჰყვა, ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა – თასზე პასუხისმგებელი პირი, ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელიც გუნდის და ნბა-ს ვარსკვლავის სტეფ კარის პირადი ოპერატორი გახლავთ და ჩვენს ქვეყანაში გუნდის ხელმძღვანელობის თხოვნით გამოემგზავრა. ქართული ანსამბლი ოკლენდში 15 დეკემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს “გოლდენ სტეიტის” მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here