
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პიარ დეპარტამენტის ორგანიზებით ორშაბათს, 27 ნოემბერს, 15:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე :
“სეკულარიზმი: მნიშვნელობები, გამოწვევები და მომავალი”.
სეკულარიზმი თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე სადავო თემაა. თუმცა, რელიგიისა და პოლიტიკის მიმართება კვლავინდებურად რელევანტურია მსოფლიო პოლიტიკაშიც.
რას ნიშნავს სეკულარიზმი? როგორ ესმით ეს ცნება მსოფლიოს განსხვავებულ წერტილებში? გულისხმობს თუ არა სეკულარიზმი “რელიგიის მტრობას”? როგორია სეკულარიზმის აწმყო და მისი პერსპექტივები?
ლექციას ჩაატარებს იბსუს მოწვეული ლექტორი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია.
ლექციას მოყვება კითხვებისა და პასუხების სესია.
გელოდებით ყველას, არ გამოტოვოთ ^^
დასწრება თავისუფალია