ისწავლე შვედეთში: საინფორმაციო შეხვედრა Si-ს სტიპენდიებზე

0
512

2017 წლის 16 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე, შვედური ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე შვედეთის მთავრობის სტიპენდიებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 101-ე აუდიტორია (პირველი კორპუსის საკონფერენციო დარბაზი).

შეხვედრის მიზანია სტუდენტებს გააცნოს SI ვიზბის რეგიონის სტიპენდია (Visby Scholarship), ასევე შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები.
აღნიშნული სტიპენდიები მოიცავს სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორი სწავლებას, შესაბამისად, საინტერესო იქნება როგორც ბაკალავრიატის სტუდენტების, ასევე მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის. ამასთან, არ ვრცელდება შეზღუდვა სპეციალობებზე.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების, ისევე როგორც, შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ.

პროექტი ხორციელდება SI-სა და შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

შვედური ინსტიტუტი(SI) არის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო, რომელიც სახალხო დიპლომატიის საშუალებით ხელს უწყობს შვედეთის სახელმწიფოს, მისი ღირებულებებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. ამ მიზნით SI მსოფლიოს მასშტაბით არაერთ საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ პროექტს აფინანსებს.

SI-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში 2015 წლის ნოემბერში დაფუძნდა და მისი მიზანია, შექმნას პლატფორმა, რომელიც შვედური განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. SI-ის მხარდაჭერით 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
საკონტაქტო პირი: თამარ პაპავაძე, SI-ს კურსდამთავრებულთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ელ-ფოსტა: t.papavadze@gmail.com ან ეწვიეთ SI-ს ვებ-გვერდს https://si.se/

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here