Home სხვადასხვა სოფლის ღირსება • Cavalleria Rusticana

სოფლის ღირსება • Cavalleria Rusticana

სოფლის ღირსება • Cavalleria Rusticana

19 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსება“ პრემიერა გაიმართება. საპრემიერო სპექტაკლები ასევე შედგება 20, 23 და 24 დეკემბერს. 19 დეკემბერს, საპრემიერო სპექტაკლზე მთავარ პარტიებს შეასრულებენ როგორც მოწვეული სოლისტები – მიხეილ შეშაბერიძე და ნინო სურგულაძე, ისე ოპერის თეატრის სოლისტები – სულხან გველესიანი, ელენე ჯანჯალია და ირინა ალექსიძე. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდსა და ორკესტრს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. ოპერის დამდგმელი რეჟისორია – ვიქტორ გარსია სიერა (იტალია), დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი. სცენოგრაფია იტალო გრასის (იტალია) ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმები მადრიდში, PERIS COSTUMES -ის სამკერვალოში დამზადდა. სპექტაკლის ეს ვერსია პირველად გენუაში, Teatro Carlo Felice-ში დაიდგა. პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ მსოფლიო პრემიერა 1890 წლის 17 მაისს რომში, Teatro Costanzi – ში შედგა, ხოლო თბილისში პირველად 1892 წელს დაიდგა. ბილეთები: https://tkt.ge/ka/event/soflis-ghirseba-104332

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here