ორატორული ხელოვნების ინტეგრირებული კურსი (გაიცემა სერტიფიკატი)

0
700

სტუდია “ლანარტი” გთავაზობთ ორატორული ხელოვნების ინტეგრირებულ კურსს. 3 გამორჩეული ლექტორი – 3 მოდული – 3 თვე !) სამივე მოდულის გავლის შემთხვევაში კურსის ღირებულება შეღავათიანი ტარიფით 800 ლარს შეადგენს 950 ლარის მაგივრად. ხანგრძლივობა კი 3 თვეს !!) სამი მოდულიდან მხოლოდ ერთის ან ორის არჩევის შემთხვევაში, იხდით მოდულების სრულ ფასს. A – 350 ლ (6 შეხვედრა, 1x კვირაში, 1.5 სთ ) B- 300 ლ (8 შეხვედრა, 2x კვირაში, 1.5 თ) C- 300 ლ (5 შეხვედრა, 1x კვირაში, 3 სთ) კურსის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი. მოდული A – საჯარო გამოსვლების ხელოვნება (საჯარო სიტყვის გაგება, შედგენა, და ეფექტური მიწოდება) თეორიული ინსტრუქტაჟის, მოდელების იმიტაციისა და უნარ-ჩვევებზე პრაქტიკული მუშაობის მეთოდების გამოყენებით, თათია დოლიძე ასწავლის გასაგები და ეფექტური საჯარო სიტყვის წარმოთქმას და აუდიტორიისთვის მომგებიანად მიწოდებას ლექტორი: თათია დოლიძე (ახალგაზრდობის ყოფილი ელჩი გაეროში, ამჟამად უშიშროების საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობის მთავარი მრჩეველი) კურსი გრძელდება 1,5 თვის მანძილზე (6 შეხვედრა). თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 1.5 საათი. შეხვედრები ყოველ შაბათს 13:30 საათზე ცალკეული კურსის ფასი: 350 ლარი მოდული B – საორატორო მჭევრმეტყველება (საჯარო სიტყვის ვერბალური ტექნოლოგიები ეფექტური გამოსვლისთვის) ვისაც აკლია თავდაჯერებულობა ინტერვიუს წარმოების, საჯარო გამოსვლის ან უბრალოდ ურთიეთობების დროს, ჯგუფური და ინდივიდუალური პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით დავით ჩომახაშვილი შეასწავლის კამათსა და პოლემიკაში წარმატების მიღწევის ფორმალურ-ლოგიკური გარანტიებს. იმუშავებთ მჭერმეტყველების ტექნიკებზე პოლიტიკური, ჟურნალისტური, სააგიტაციო, სადისკუსიო და აკადემიური მჭევრმეტყველების მიმართულებით. რბილი ან მაგარი “ლ”-ს პრობლემის მქონე ადამიანებთან იქნება განსაკუთრებული მუშაობა. ლექტორი: დავით ჩომახაშვილი (ცნობილი ორატორი და წამყვანი, ორატორული ხელოვნების აკადემიის დამაარსებელი) კურსი გრძელდება 1 თვე (8 შეხვედრა),ორჯერ კვირაში, ორშაბათსა და ოთხშაბათს, 14.00 საათზე. ხანგრძლივობა 1,5 სთ. ცალკეული კურსის ფასი 300 ლ მოდული C – სხეულის ენა: არავერბალური კომუნიკაცია (სიტყვის არავერბალური ტექნოლოგიები ეფექტური გამოსვლისთვის) სტუდენტები შეისწავლიან თუ რა იმალება იმის მიღმა, რასაც ვისმენთ საჯარო გამოსვლისას, ხელის ჩამორთმევის ტიპები, დგომის და ჯდომის წესები, ჟესტიკულაცია, მიმიკა, ე.წ. “სიცრუის დეტექტორი”, ხმის ტემბრი, საუბრის ტემპი და სხვ –> თამარ კეშელავა დაგეხმარებათ საჯარო გამოსვლა გახადოთ უფრო ეფექტური არავერბალური კომუნიკაციის სწორი გამოყენებით ლექტორი : თამარ კეშელავა (ფსიქოლოგი, ადიქტოლოგიის მაგისტრი,ლიცენზირებული სპეციალისტი არტ-თერაპიასა, ფსიქოსინთეზსა, სხეულზეორიენტირებულ ფსიქოთერაპიასა, NLP-სა და ენეაგრამაში.) კურსი გრძელდება 5 კვირა (5 შეხვედრა). თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი. შეხვედრა ყოველ პარასკევს, 15.30 საათზე. ცალკეული კურსის ფასი 300 ლარი კურსზე დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ ან დარეკეთ 599140214 მის: ბარნოვის 83 (მრგვალ ბაღთან) S

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here