ცხოველთათვის პარტიის დამფუძნებლის, მარიანა ტიმის საჯარო ლექცია

0
613

16 დეკემბერს, ქ. თბილისში მსოფლიოში პირველი „პარტია ცხოველთათვის“ დამფუძნებელი მარიანა ტიმე წარმოგიდგენთ ლექციას ცხოველთა უფლებების საკითხის და მისი პოლიტიკური მნიშვნელობის თემაზე. ის ასევე ისაუბრებს ცხოველთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ბუნებისა და გარემოს დაცვაზე პოლიტიკის მეშვეობით.
„პარტია ცხოველთათვის“ არის მსოფლიოში პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც ადამიანის მოკლევადიანი ინტერესების ნაცვლად, მთავარ პრიორიტეტად სრულიად დედამიწის და მისი ყველა ბინადრის ინტერესებს ისახავს. ამ პარტიის დაარსებასთან ერთად, ჩაისახა საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც პოლიტიკური კუთხით წარმოადგენს ცხოველების, ბუნების და გარემოს დაცვის საკითხებს. ამჟამად, მსოფლიოში მსგავსი მიმართულებით უკვე 18 პარტია არსებობს და ეს რიცხვი იზრდება!
გეპატიჟებით ყველას, ვისაც გაინტერესებთ ცხოველთა უფლებები, კეთილდღეობა, მდგომარეობა და პოლიტიკა!
ლექცია ჩატარდება ინგლისურურად, ქართული თარგმანით. ლექციის შემდეგ, თქვენ გექნებათ არაფორმალური გასაუბრების საშუალება მომხსენებელთან ყავის და ჩაის თანხლებით.
ადგილობრივი ორგანიზატორი: უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება
მასპინძელი: აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია
რეგისტრაცია: 18:00დან
აუდიტორია # 113
ლექციის დასაწყისი: 19:00
დასწრების მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ლინკზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdzpach5yBlOL3rmOo7ti-1X3mbX6xeaAJSs97LGOFzojP4rA/viewform

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here