პანკისობა 2017

0
711

30 სექტემბერს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, „პანკისობა2017“ აღინიშნება.

სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე 12სთ-დან 18სთ-მდე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება:

► კონცერტი („ერისიონი“ და ადგილობრივი ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები);

► სპორტული ღონისძიებები (ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, დოღი);

► განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კუთხე:

· პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, კოქტეილები; მზარეული კონდიტერი / ქარვინგის ფიგურები ; თექის ნამუშევრების გამოფენა; დურგალი, ჩურჩხლის ამოვლება; წყალზე ხატვა; 3D ნახატები; სამეცნიერო პიკნიკი; თაბაშირის ფიგურები დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად;

► გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კუთხე:

· ექსპრესლაბორატორიის კვლევის ფარგლებში ჩატარდება ჰაერში დამაბინძურებელი ინგრენდიენტების გაზომვა, ხმაურის დონისა და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა;

· ტყის არამერქნული რესურსის გამოფენა; ეკოგაკვეთილები; ,,წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების ნერგების გამოფენა; ,,საბავშვო კუთხე”;

► სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხე:

· წარმოდგენილი იქნება მობილური ექსტენციის ტრანსპორტი, სადაც იქნება სამი სპეციალისტი მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის დარგებში. დარიგდება ბუკლეტები სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ;

· ფერმერები კოოპერატივიდან გააკეთებენ პროდუქციის პრეზენტაციას.

► შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთხე:

· პროგრამა ,,უსაფრთხო ქალაქი”;
წარმოდგენილი იქნება საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, 112 ხომალდი; მომსახურების სააგენტო; სპორტული კლუბი MIA FORCE ; სახანძრო ; გდდ; აკადემია; ტირი; ექსპერტ კრიმინალისტები; დაცვის პოლიცია; პატრული; შვეულმფრენი.

► კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კუთხე:

· ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.

· „კახეთის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“.

► თავდაცვის აკადემია:

· წარმოდგენილი იქნება ბანერი და აკადემიის ორი სტუდენტი, რომელიც გააკეთებს პრეზენტაციას აკადემიაში ჩარიცხვის შესახებ და დაარიგებს სარეკლამო ბუკლეტებს.

► საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია:
· პრეს-ტური.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here