
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” – ნანა-სიმონის ახალი ქართული ფილმი, რომელიც HONG KONG, TRANSILVANIA, LECCE -ის კონოფესტივალების გამარჯვებული გახდა ;
“ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!” – ასე მიიჩნევს New York Times.
1 ოქტომბერს, 7 საათზე, ვენდის დოლიძის II სართულზე გამართულ საღამოზე შესაძლებლობა მოგეცემათ, გაიცნოთ და კითხვები დაუსვათ ფილმის რეჟისორებს – ნანას,სიმონს. ასევე, შეხვდეთ ფილმის მსახიობებს და ადამიანებს, ვინც უშუალო მონაწილეობა მიიღო ფილმის გადაღების პროცესში.
საღამოს გახსნის კინომცოდნე და ჟურნალისტი – ბექა მაისურაძე, რომელიც ფილმის საერთაშორისო წარმატებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
საღამოზე გათამაშდება ფილმზე დასასწრები კინოთეატრის ათი ბილეთი.