Home განათლება 29 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“ გაიხსნა

29 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“ გაიხსნა

29 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“ გაიხსნა

29 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“ გაიხსნა. კონფერენცია გახსნეს და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, კონფერენციის ორგანიზატორმა პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

კონფერენციის მიზანია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერთა პრეზენტაციების წარდგენა და განხილვა მომავლის ტექნოლოგიების, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, ეფექტური, ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობა.
კონფერენციის თემატიკას წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების კვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოვლენის მიზნით; ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი, წამლის მიზანმიმართული მიწოდების ფორმები და სისტემები; ანტიბიოტიკორეზისტენტობა და ა.შ.

კონფერენცია გარდა მეცნიერული კვლევის შედეგები მიზნად ისახავდა მომავლის ტექნოლოგიებში თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით განათლების საკითხების განხილვას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხარისხისათვის.
კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ასამდე ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერი. კონფერენცია იმართება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით.

კონფერენციის თანაორგანიზატორებია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“.

კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ორგანიზაცია ერთმანეთისთვის ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here