Home განათლება მასწავლებლებისთვის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში ტრენინგები დაიწყო

მასწავლებლებისთვის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში ტრენინგები დაიწყო

მასწავლებლებისთვის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში ტრენინგები დაიწყო
????????????????????????????????????

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებისათვის გრძელვადიან კურსის პირველი ეტაპი დაიწყო.

ტრენინგების მიზანი სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგი ახალქალაქის, ნინოწმინდის, ბოლნისის, გარდაბნის და მარნეულის მე-7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის 700-ზე მეტი პედაგოგმა გაიარა.

მასწავლებელთა გადამზადება ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველ მოდულში „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ მიმდინარეობს.

მოდული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ მასწავლებელთა საჭიროებაზე დაფუძნებით შემუშავდა და წარმოადგენს პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსის პირველ ეტაპს.

ტრენინგებს აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც ტრენერთა სერტიფიცირების კურსი ქართულ ენაზე გაიარეს. რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საგანგებოდ ითარგმნა სატრენინგო მასალა.

პირველი შემთვევაა, როდესაც ეროვნული უმცირესობებისთვის მსგავსი მასშტაბური პროფესიული განვითარების კურსის შეთავაზება როგორც მასწავლებლებისათის ისე დირექტორებისათვის, სადაც გათვალისწინებულია 2019 წლამდე ტრენინგი და ტრენინგის შემდგომი აქტივობები და ბილინგვური მასალა.

2017-2019 წლებში სერტიფიცირებული ტრენერები საქართველოს ყველა არაქართულენოვანი მე-7 – მე-12 კლასების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 2100 მასწავლებელს და საჯარო სკოლების 213 დირექტორს გადაამზადებენ.

მასწავლებლები პროფესიული განვითარების კუთხით გადამზადდებიან, როგორც ზოგადპროფესიული უნარების სასწავლო მიმართულებით, ასევე საგნობრივი მეთოდიკის კურსში. ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.

მიმდინარე ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლების იდენტიფიცირებაში, ამგვარი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი ფაქტორების გათვალისწინებაში და მიზნის მისაღწევად აუცილებელი სტრატეგიების დაუფლებაში. ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეების მამოტივირებული ფაქტორები, დაანახოს მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობა, მისცეს შესაძლებლობა გააცნობიერონ თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის საჭიროება სწავლების პროცესში.

მოდულში წარმოდგენილი მიდგომები და მეთოდები საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ისე წარმართონ სასწავლო პროცესი, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, ცოდნის სიღრმისეულად ათვისებასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. მოდული ასევე მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here