Home განათლება პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან -15 ოქტომბრის ჩათვლით,  აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

ასევე, წელს პირველად, სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით განხორციელდება ოთხი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა (მეფუტკრე, მზარეული, სარესტორნო საქმე და სასტუმრო მომსახურება), რომლებსაც პარტნიორ  დამსაქმებლებთან ერთად წელს პირველად განახორციელებენ თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები.

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.

ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge  ვებ გვერდის მეშვეობით.

ისევე როგორც წინა წელს, 2017 წლის საშემოდგომო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.

ასევე,  წელს პირველად,  პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია დამატებით სამ მუნიციპალიტეტში – სტეფანწმიდას, თიანეთისა და ლაგოდეხში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here