პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი დაიწყო

0
462

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ტარდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.

პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილოდებით გამოვლინდება ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საუკეთესო პრაქტიკის ისეთი მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში.

გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში გამოვლინდებიან:წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი.

განცხადების შეტანის ბოლო ვადა 2017 წლის 6 ოქტომბერია.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here